пятница, 16 апреля 2010 г.



ისტორიული და ლიტერატურული ხედვა
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან ერეკლე მეფეს სახეს საქართველოს ისტორიასა და ქართულ ლიტერატურაში .
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან სხვადასხვა მწერლების მიერ დაწერილ ნაწარმოებებს ერეკლე მეფის შესახებ . დაახასიათებენ ერეკლე მეფეს როგორც პერსონაჟს , პარალელურად გაეცნობიან ერეკლეს როგორც პოლიტიკოსს, გაეცნობიან იმ ეპოქას , რომელშიც მოუწია ერეკლე მეფეს ცხოვრება და მოღვაწეობა. შეადარებენ და გაანალიზებენ რა მსგავსება- განსხვავებაა ისტორიული წყაროების მიერ აღწერილ ერეკლე მეფესა და მისი ლიტერატურულ სახეებს შორის.
მონაწილეთა ასაკი: 12-16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის აპრილი -2010 წლის ოქტომბერი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
თემის შერჩევის შემდეგ მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ იმ საკითხებს რაც თემის ირგვლივ აქტუალურია. გაიყოფიან ჯგუფებში. თითოეული ჯგუფი შეარჩევს თემას და შეადგენეს სამოქმედო გეგმას. გადაინაწილებენ პასუხისმგებლობებს სამუშაოს შესრულებაზე. მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს . ერეკლე მეფის შესახებ არსებულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს. თითოეული ნაწარმოების მიხედვით მოახდენენ პერსონაჟის დახასიათებას.მოიძიებენ ისტორიულ ცნობებს ერეკლე მეფის შესახებ. XVIII საუკუნის საქართველოს და იმ დროისათვის არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. შეადარებენ ერეკლეს პიროვნებას და მის ლიტერატურულ სახეებს . იმსჯელებენ ერეკლეს მიერ გადადგმული პილიტიკური ნაბიჯების შედეგებზე. პიროვნების როლზე საზოგადოებაში. მოძიებულ მასალის ანალიზისა და უკეთ გაგების მიზნით შექმნიან სხვა და სხვა სქემებს, დიაგრამებს. კვლევის მიმდინარეობასა და შედეგებს განათავსებენ ბლოგებზე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: შეიქმნება ბლოგები. მასალები განთავსდება სკოლის საიტზე.
სარგებელი სხვისთვის: შეიქმნება ერეკლე II ეპოქით და პიროვნებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის საინტერესო ინტერნეტ რესურსი.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული
:
მოსწავლე ისმენს მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე და წარმოადგენს საკუთარ თვალსაზრისს აუდიტორიის წინაშე. წერილობის გადმოსცემს საკუთარ თვალსაზრისს; აჯამებს განსხვავებულ შეხედულებებს მოცემულ საკითხებზე. კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა სახის ტექსტებს. წერს სასწავლო რეფერატს .
ისტორია მოსწავლე იკვლევს საქართველოს ისტორიის კონკრეტულ ეპოქას . შეისწავლის პიროვნების როლს საზოგადოების განვითერების საქმეში . შეისწავლის საზოგადოების განვითარების კულტურულ და პოლიტიკურ საფუძვლებს.

ფასილიტტორის ელ. ფოსტა:maia.berishvili2@gmail.com
პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი:http://maiaberishvili.blogspot.com/